Belive

ბასილაშვილის ჩოგანი 9 000 ლარად გაიყიდა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოში გამართულ სოციალური კამპანიის, "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში, საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, სადაც ქართველი და უცხოელი სპორტსმენების ნივთები და პირადი აღჭურვილობა გაიყიდა. შემოსული თანხა მთლიანად საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლას მოხმარდება. ეს სოფელი საოკუპაციო ზოლიდან 500 მეტრში მდებარეობს, სადაც სპორტული დარბაზი უმძიმეს მდგომარეობაშია.
ყველაზე ძვირად ნიკოლოზ ბასილაშვილის ის ჩოგანი გაიყიდა, რომლითაც ქართველ ჩოგბურთელს მოგებული აქვს ჰამბურგის პირველობა და შანხაის მასტერსი – მისმა მყიდველმა 9000 ლარი გადაიხადა. ლაშა ტალახაძის ფინკა, რომლითაც 2018 წელს აშხაბადში 7 მსოფლიო რეკორდი და 3 ოქროს მედალი მოიპოვა 4000 ლარიანი მყიდველი გამოუჩნდა. ზაზა ფაჩულიას ავტოგრაფიანი მაისური – 3100 ლარად გაიყიდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის „გენტის“ მაისური – 2500 ლარად. საქველმოქმედო აუციონის დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ გამოაცხადა, რომ სამინისტრო სკოლას ინვენტარით დაეხმარება. საქართველოსა და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების გაყიდვით აუქციონზე 34,570 ლარი შეგროვდა, რომელიც მთლიანად მოხმარდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს, ამორტიზებული სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა. წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები