Belive

ბასილაშვილის მეტოქე ბელგრადის ტურნირზე ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგრადის 250-იანთა თანრიგის ტურნირისთვის ემზადება. დღეს ცნობილი გახდა ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე. ნიკოლოზი, რომელიც სერბეთში განთესილია და პირველ რაუნდში ისვენებდა, მერვედფინალში ანდრეი მარტინს (119) დაუპირისპირდება. 31 წლის სლოვაკმა დღეს მძიმე ბრძოლაში დაამარცხა კრისტოფერ ო'კონელი - 3:6; 7:6; 7:5. ბასილაშვილსა და მარტინს შორის შეხვედრა 26 მაისს ჩაინიშნა. აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზს სლოვაკის წინააღმდეგ 6 წლის წინ, ნიდერლანდებში გამართულ ჩელენჯერზე უთამაშია. მაშინ გამარჯვება ქართველს დარჩა - 6:1; 1:6; 6:3.

სხვა სტატიები