ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ტურნირზე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ATP ტურნირის მე-2 რაუნდში ცნობილია.

ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ეტაპზე გერმანელ მიშა ზვერევს დაუპირისპირდება.

31 წლის მოთამაშემ, რომელიც მსოფლიოს 75-ე ჩოგანია, რამდენიმე წუთის წინ, ნიკოლა კუნის (255) წინააღმდეგ ითამაშა.

როდესაც სეტებში ანგარიში თანაბარი – 1:1 იყო, კუნმა ტრავმის გამო ბრძოლა ვეღარ გააგრძელა და ტურნირს გამოეთიშა.

1/32-ფინალური დაპირისპირებები სტარტს ხვალ, 22 მარტს აიღებს. ნიკოლოზისა და ზვერევის თამაშის დაწყების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

(207)

ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ტურნირზე ცნობილია

სტატიის ავტორი
-