ბასილაშვილის პირველი მეტოქე მონტე კარლოს მასტერსზე ცნობილია

426
ნახვა

მონაკოში სტარტი აიღო ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ტურნირმა – მონტე კარლოს მასტერსმა.

საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას 1/32 ეტაპზე იწყებს, სადაც მისი მეტოქე მარტინ ფუქსოვიჩი (37) იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ბასილაშვილი უნგრელს ბოლოს 15 თებერვალს როტერდამში შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა – 6:7; 1:6.

ცნობისთვის, მონტე კარლოს მასტერსი თიხის საფარზე გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 5 207 000 ევროს შეადგენს.

მონაკოში ნიკოლოზთან ერთად ითამაშებენ ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან – რაფა ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდერ ზვერევი, დომინიკ ტიმი და კეი ნიშიკორი.

ბასილაშვილისა და ფუქსოვიჩის შეხვედრა ხვალ 14 საათზეა ჩანიშნული.

(426)

ბასილაშვილის პირველი მეტოქე მონტე კარლოს მასტერსზე ცნობილია

სტატიის ავტორი
-