Belive

ბასილაშვილის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
16 ივლისს საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო პროცესი აღარ ჩატარდება. როგორც ცნობილია, სხდომა აგვისტოს ბოლოსთვის გადავადდა. აღნიშნულ ინფორმაციას როგორც ჩოგბურთელის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ისე ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი, ანა აბაშიძე ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. ჩოგბურთელი 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

წყარო: რადიო თავისუფლება

სხვა სტატიები