Belive

ბასილაშვილმა 34-ე ჩოგანთან წააგო და ბუდაპეშტის ტურნირს გამოეთიშა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ბუდაპეშტის ტურნირი მეოთხედფინალურ ეტაპზე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა ბუდაპეშტის ტურნირზე ასპარეზობა მე-2 წრეში დაიწყო, სადაც მან  პიტერ გოიოვჩუკი დაამარცხა - 6:3; 0:6; 6:3 საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი დღეს უნგრეთის 250-იანთა თანრიგის ტურნირის მეოთხედფინალში ლასლო ჯერეს (34) დაუპირისპირდა და 3 სეტში დამარცხდა - 6:3; 2:6: 3:6. ნიკოლოზმა დღევანდელი თამაში კარგად დაიწყო და პირველი სეტის მოგებაც მოახერხა, თუმცა დარჩენილ 2 სეტში ცუდად გამოიყურებოდა. ბასილაშვილმა ჯერესგან ჯამში 4 ბრეიკ პოინტი მიიღო. რაც შეეხება ჩაწოდებებს, ბასილაშვილი ამ კომპონენტში ვერ ბრწყინავდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 3 ეისი შეასრულა, როდესაც საპასუხოდ მეტოქეს 10 ეისი ჰქონდა და ორმაგი შეცდომა საერთოდ არ დაუშვია. უნდა აღინიშნოს, რომ გადამწყვეტ სეტში ნიკოლოზს 3:5-ზე უკუბრეიკის შესრულების შესანიშნავი შანსი ჰქონდა. ქართველი მეტოქის ჩაწოდებაზე 40:0-ს იგებდა, თუმცა ზედიზედ 5 ქულა მიიღო და საბოლოოდ, თამაშიც წააგო.  

სხვა სტატიები