Belive

ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირი წარმატებით დაიწყო

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ახალი კვირიდან სტარტი აიღო ბუდაპეშტის ტურნირმა, რომელიც 250-ქულიანია. ტურნირზე საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობს, რომელსაც განთესვიდან გამომდინარე პირველ რაუნდში ასპარეზობა არ მოუწია, ხოლო მეორე რაუნდში გერმანელ პიტერ გოიოვჩუკს დაუპირისპირდა. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და სეტი საკუთარ აქტივში მიითვალა ანგარიშით - 6:3. მეორე სეტი ნიკამ წარუმატებლად დაიწყო, რის შემდეგაც დიდი ალბათობით ძალები გადამწყვეტი სეტისათვის დაზოგა და მშრალად 0:6 დამარცხდა. მესამე სეტი დაძაბულობით აღსავსე აღმოჩნდა, ბასილაშვილი ანგარიშით 3:3-ზე კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა, საკუთარ მოწოდებას 15:40-ს აგებდა, თუმცა მოახერხა რთული ვითარებიდან თავის დაღწევა და საბოლოოდ მეტოქე 6:3 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე დიდი ალბათობით ლასლო ჯერე იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 33-ე ნომერია. LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.  

სხვა სტატიები