Belive

ბასილაშვილმა ჯოკოვიჩს პირველი სეტი მოუგო!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი და მსოფლიო რეიტინგის 21-ე საფეხურზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყატარში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის 1/4-ფინალურ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩს უპირისპირდება, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში მეტოქე ანგარიშით - 6:4 დაამარცხა! ქართველი ფანტასტიკურ ფორმაშია და იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკა საქმეს ბოლომდე მიიყვანს და თამაშს ტრიუმფით დაასრულებს.    

სხვა სტატიები