Belive

ბასილაშვილმა მოიგო | დოჰას ტიტულის დაცვა წარმატებით გრძელდება

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
კატარის დედაქალაქ დოჰაში 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი იმართება.  2021 წელს, დოჰას ტურნირის ტრიუმფატორი, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა, რომელმაც ტურნირის მიმდინარეობისას როჯერ ფედერერიც დაამარცხა. 2022 წლის კატარულ ტურნირზე ნიკამ უკვე ორი ოპონენტი დაამარცხა - თავდაპირველად იმერი, შემდეგ კი ფუქსოვიჩი, რის ხარჯზეც 1/2-ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ქართულ-უნგრული დაპირისპირება 3-სეტიანი გამოდგა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 1:6; 6:3; 7:5 - ბასილაშვილის სასარგებლოდ. სასიხარულოა, რომ ნახევარფინალში ქართველ ჩოგბურთელს ტურნირის განთესვის მიხვედვით, პირველი ნომრის - დენის შაპოვალოვის ნაცვლად, არტურ რინდერკნეხი დაუპირისპირდება. დოჰას ტურნირზე გასულ წელს მოპოვებული ტიტულის დაცვამდე მხოლოდ 2 გამარჯვებაა დარჩენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ნიკამ რეიტინგში ქულები არ დაკარგოს.

სხვა სტატიები