Belive

ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-12 ნომერი რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დუბაიში მიმდინარე ATP-ის 500-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერი, რუსი კარენ ხაჩანოვი 2 სეტში, საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა არასტაბილურად დაიწყო, თუმცა ვერც ხაჩანოვი "წყვეტდა ვარსკვლავებს", შესაბამისად ქართველ ჩოგბურთელს შეცდომები ძვირად არ დაუჯდა. ანგარიშით - 5:4-ზე ბასილაშვილმა მეტოქეს ჩამოწოდება გამარჯვებით დაასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცა, მან საწყისი გეიმებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ შეხვედრა მოგებით დაასრულდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:4, 6:1 - ბასილაშვილის სასარგებლოდ. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე სავარაუდოდ, ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი იქნება, რომელიც დღეს რამანათანის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები