Belive

ბასილაშვილმა პირადი რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო პოზიციაზე გადავიდა - ახალი კვირიდან იგი მსოფლიო რეიტინგში 22-ე ნომრად არის წარმოდგენილი, რაც იმან გამოწვია, რომ მასზე წინ მყოფმა ჩოგბურთელებმა გასულ კვირაში დასაცავი ქულები ვერ დაიცვეს. ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წელს უკანასკნელ ტურნირზე ასპარეზობს - პარიზის მასტერსზე იგი ჯონ მილმანთან ატარებს საკუთარ შეხვედრას და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ეტაპზე კევინ ანდერსონს დაუპირისპირდება, რომელიც გასულ კვირაში მიმდინარე ვენის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.  

სხვა სტატიები