Belive

ბასილაშვილმა რუუდს მოუგო და BMW Open-ის ფინალში გავიდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მიუნხენში ATP-ი ტურის 250-იანი სერიის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 24-ე ჩოგანს, კასპერ რუუდს, 2 სეტში, ანგარიშით 6:1, 6:2 მოუგო და ფინალში გავიდა. ფინალურ დაპირისპირებაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იან-ლენარდ შტრუფი (44) იქნება, რომელმაც დღეს ილია ივაშკა დაამარცხა. საჩემპიონო შეხვედრა ხვალ, 15:30 საათზეა ჩანიშნული. ბასილაშვილი და შტრუფი ბოლოს ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ, კალიარის ტურნირზე შეხვდნენ, მატჩი ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. BMW Open-ის მოქმედი ჩემპიონი კრისტიან გარინია. ჩილელმა 2019 წელს ფინალში მატეო ბერეტინის მოუგო.

სხვა სტატიები