Belive

ბასილაშვილს ჰამბურგის ნახევარფინალში ურთულესი ბარიერი ექნება გადასალახი

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ჰამბურგში მიმდინარე 500-ქულიანი ტურნირი ქართული სპორტისა და ჩოგბურთისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან გასულ წელს აღნიშნული ტურნირის ტრიუმფატორი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა, მას მიმდინარე ტურნირზე მოპოვებული 500 ქულის დაცვა მოუწევს. მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ნიკოლოზი ამ ეტაპისათვის ღირსეულად იცავს. ქართველის მეტოქე ნახევარფინალში გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერია. მეორე ნახევარფინალური წყვილი ბოლომდე ცნობილი არაა, ანდრეი რუბლევი საკუთარ მეტოქეს ელოდება, რუსი ჩოგბურთელი ნახევარფინალში პაბლო კარენო ბუსტასა და ფაბიო ფონინის შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

სხვა სტატიები