Belive

ბასილაშვილს პარიზის მასტერსზე გზა გაეხსნა - ფედერერი ტურნირს მოეხსნა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის უკანასკნელ მასტერსზე პარიზში იასპარეზებს, სადაც მისი პირველი რაუნდის მეტოქე მოლდოველი რადუ ალბოტი იქნება. ალბოტი და ბასილაშვილი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან წყვილთა თანრიგში ერთობლივად ბევრჯერ უასპარეზიათ. რამდენიმე კვირის წინ ისინი ერთმანეთს შანხაის მასტერსზეც დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა 3-სეტიან ბრძოლაში გაიმარჯვა. აქამდე ბასილაშვილსა და ალბოტს შორის ოთხი შეხვედრა გაიმარჯვა, სადაც ქართველს 100-პროცენტიანი მოგების მაჩვენებელი აქვს. იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი ალბოტის ბარიერს დაძლევს, მას მომდევნო ეტაპზე ლეგენდარული შვეიცარიელი, როჯერ ფედერერი ელოდა, თუმცა "მაესტრო" პარიზის მასტერსიდან მოეხსნა, რაც იმას გულისხმობს, რომ ნიკას ერთი მოგებით 1/8-ფინალის საგზურის მოპოვების შანსი აქვს.

სხვა სტატიები