Belive

ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალშია, მარგიანი რეპეშაჟში გადაერთო

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 17 მარტს სტარტი აიღო ეკატერინბურგის გრან სლემის ფინალურმა დღემ, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი ასპარეზობენ, -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი. სამწუხაროდ -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა ძალიან მალე დაასრულა, რაც შეეხება -90 კილოგრამ წონით კატეგორიას, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი 1/4 ფინალში გავიდნენ. 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ბექა ღვინიაშვილმა თურქი – მიხაილ ოზერლერი დაამარცხა, ხოლო უშანგი მარგიანმა რუსი – იზმილ ხამხიევი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდნენ. ბექას მეტოქე 1/4 ფინალში იაპონელი – გიოკი ტაჯიმა იყო, ხოლო უშანგის მეტოქე ჰოლანდიელი – ნოელ ვან ტენდი. ბექა ღვინიაშვილმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, ხოლო უშანგი მარგიანი ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა და ეკატერინბურგის გრან სლემზე რეპეშაჟში გადაერთო. ბექას მეტოქე ნახევარფინალში იტალიელ - ნიკოლას მუნგაისა და ბრაზილიელ რაფაელ მაკედოს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები