Belive

ბერძნების მწვრთნელი: "საქართველო რთული მოწინააღმდეგეა"

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან შიპმა "ჯვაროსნებთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
"ვფრიქრობ, რომ გუნდი მაღალ დონეზეა, ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ესპანეთთან თამაშისა და ვარჯიშის შემდეგ, მცირე პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ფოკუსირება იმ გეგმაზე, რომელიც გვექნება, ძალიან მნიშნველოვანია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშებით საკმაოდ კარგ მეტოქეს, საქართველოს, რომელმაც შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ კარგად ითამაშა. შესაძლოა, მათ უფრო მეტიც დაიმსახურეს. მარტივი თამაში არცერთ შემთხვევაში არ იქნება. რა თქმა უნდა, უნდა ვფოკუსირდეთ და მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. თუ მოთამაშეები ჩვენს გეგმას მიჰყვებიან, გამარჯვების უფრო მეტი შანსი გვექნება. საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ჰყავს. ის ისეთი მაღალი დონის გუნდებში თამაშობდა, როგორიცაა "ბაიერნი". ფრანგი ცდილობს, რომ გაწვრთნილ გუნდებში მისი იდეები დანერგოს. საქართველო სოლიდურ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბურთი აქვს. მათ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და ბურთის დაკარგვის შემდეგ, საჭიროა, რომ დაცვაში პოზიციები კარგად დავიკავოთ. ჩვენი მეტოქე მაღალი დონისაა და ყველა შემთხვევაში საინტერესო თამაში იქნება," - თქვა ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება.

სხვა სტატიები