Belive

betlive.com წყალბურთის კლუბ დინამო თბილისის გენერალური სპონსორი გახდა 

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
კომპანია betlive.com წყალბურთის კლუბის "დინამო თბილისის" გენერალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გარდა ამისა, ინტერნეტ მედია-პორტალი Live.ge გუნდის ოფიციალური მედია-პარტნიორი იქნება. "კომპანია "ბეთლაივსა" და წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისს" შორის ერთწლიანი სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიის მოტივაცია და მიზანი ამ პროექტში ჩართვისა იყო ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვხედავდით ქართული წყალბურთის ტრადიციას, სკოლას და შესაბამისად ვხედავთ რესურსს იმისა, რომ მომავალში, საერთაშორისო დონეზე კლუბმა წარმატებას მიაღწიოს. ამაში, გუნდს ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა, რისთვისაც მზადყოფნა გამოვთქვით.  ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სპორტული მედია-პორტალი Live.ge ხდება "დინამო თბილისის" ოფიციალური მედია-პარტნიორი და ყველა სიახლესა და წარმატებას გაიგებთ Live.ge-ს მეშვეობით. კლუბის და ჩვენი ხედვები თანამშრომლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს დაემთხვა. მოხარულები ვართ, რომ დღევანდელი შეთანხმება შედგა. შემოდგომაზე, "დინამო თბილისი" წყალბურთის ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობას მიიღებს, რაც უკვე საამაყო და საინტერესოა. ვთვლით, რომ ამ გუნდს აქვს წარმატების რესურსი ვუგულშემატკივრებთ ჩვენს გუნდს საერთაშორისო სარბიელზე და ვეცდებით, რომ ამ თანამშრომლობამ მაქსიმალური შედეგი გვაჩვენოს", - ლუკა კაპანაძე betlive.com - კომერციული დირექტორი.
"ჩვენი კლუბისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა, რადგან betlive.com-ის სახით ახალი სპონსორი გვყავს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიას მხარდაჭერისთვის. კლუბის წარმატებისთვის ასეთი ძლიერი კომპანიის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ", - გიორგი ხვედელიანი "დინამო თბილისის" პრეზიდენტი. ახალი სეზონიდან, "დინამო თბილისი" ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.  
 
 

სხვა სტატიები