Belive

ბუდაპეშტის გრან სლემი - შავდათუაშვილი და გიგანი პირველივე ბრძოლაში დამარცხდნენ

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძიუდო ბუდაპეშტის გრან სლემით დაბრუნდა, სადაც საქართველოს სახელით 6 სპორტსმენი იასპარეზებს. დღეს, 24 ოქტომბერს, ბუდაპეშტში მამაკაცებიდან -73 და -81 კგ, ხოლო ქალებიდან -57 და -63 კგ წონითი კატეგორიები იასპარზებენ. საქართველოს სახელით, -73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი და ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობენ. ორივე ქართველი განთესილი იყო, ფრიდონ გიგანის მეტოქე მეორე ეტაპზე საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი შვედი - ტომი მაციასი გახლდათ, რომელთანაც ფრიდონ გიგანი ვერაფერს გახდა და ბუდაპეშტი გრან სლემზე ასპარეზობა მალევე დაასრულა. ასევე წარუმატებლად იასპარეზა ლაშა შავდათუაშივლმა, რომელიც პირველივ ეტაპზე კოსოვოელ - აკილ გიაკოვასთან დამარცხდა. ხვალ, საქართველოს სახელით: ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90 კგ); ლევან მათიაშვილი და გელა ზაალიშვილი გამოვლენ (+100) კგ

სხვა სტატიები