Belive

ჩაკვეტაძემ გენტის დუბლებში 60 წუთი ითამაშა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ფორმას იღდგენს. იქიდან გამომდინარე, რომ "გენტი" შესანიშნავ ფორმაშია, ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი, იეს თორუპი 20 წლის ქართველ ფეხბურთელს ბევრ სათამაშო დროს არ აძლევს. გიორგი გუნდის ბოლო 4 ოფიციალურ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ერთხელ, 16 წუთით გავიდა. "გენტის" დუბლშემადგენლობა გუშინ "ბრიუგეს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. როგორც ჩანს, ფორმის აღსადგენად ჩაკვეტაძემ სწორედ "გენტის" U21 გუნდში ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოედანზე 60 წუთი გაატარა, რაც დაბრუნების შემდეგ ყველაზე მეტია.

სხვა სტატიები