Belive

დასანანი მარცხი - ქართველი წყალბურთელები რუსეთთან ერთი ბურთით დამარცხდნენ

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ქართული წყალბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის დამარცხება ვერ მოახერხა. დაძაბული მატჩი რუსების მცირე უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე მონაკვეთში ქართველ წყალბურთელებს თამაშის შემოტრიალება შეეძლოთ, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 13:14 – დასრულდა.

წყარო: 1TV.ge

სხვა სტატიები