Belive

დავით ქირია მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი გახდა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს ჩინეთში, კიკბოქსინგის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა სპორტსმენმა, დავით ქირიამ (-70) დღეს ორი ორთაბრძოლის მოგება მოახერხა და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტი დაპირისპირება ქირიამ მაროკოელ მარუან ტუტოჰისთან გამართა და მეტოქე ხუთ რაუნდში დაამარცხა. "უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რომელთა გარეშეც ამ წარმატებას მე ვერ მივაღწევდი," - განაცხადა დავითმა ფინალის შემდეგ.

სხვა სტატიები