Belive

Detroit Free Press-ის მიხედვით, გოგა ბითაძეს დრაფტზე გოლდენ სტეიტი აიყვანს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გოგა ბითაძე "გოლდენ სტეიტში?" - ეს სიტყვები ძალიან გასახარი და ამავდროულად, რთულად დასაჯერებელია, თუმცა The Detroit Free Press ვარაუდობს, რომ ბითაძე სწორედ NBA-ის ვარსკვლავური გუნდის წევრი გახდება. The Detroit Free Press დეტროიტში ყველაზე გავრცელებული, ყოველდღიური გაზეთია. გაზეთის ჟურნალისტის, ვინს ელისის მოსაზრებით, "გოლდენ სტეიტის" სამიზნე გოგა ბითაძე გახდება. "ბითაძე აჩვენებს, რომ მას სწრაფად განვითარება შეუძლია, იგი ბურთს შესანიშნავად ფლობს," ვკითხულობთ აღწერილობაში. აღსანიშნავია, რომ ბითაძე ცოტა ხნის წინ ევროლიგის 2018/19 სეზონის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა. უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ჯილდო ლუკა დონჩიჩს გადაეცემოდა, რომელიც “რეალის” ღირსებას იცავდა. ევროლიგის 2018/19 წლების სეზონის 13 მატჩში, 19 წლის გოგა ბითაძის საშუალო მაჩვენებელი 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას, 1.2 შედეგიან გადაცემასა და 2.3 ბლოკ-შოტს შეადგენს. აღნიშნული ჯილდო ევროლიგის მხოლოდ იმ კალათბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც 1 ივლისამდე 22 წელზე ნაკლების იქნებიან.

სხვა სტატიები