Belive

დიდი სლემის ტურნირი - უიმბლდონი იწყება!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დიდ ბრიტანეთში დიდი სლემის ტურნირი - უიმბლდონი იწყება, სადაც მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში თითქმის უკლებლივ იქნება მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ოცეული. ტურნირი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, საპრიზო ფონდი 49.4 მილიონი დოლარი იქნება. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე 2 ივლისს ჩაერთვება, ის პირველ შეხვედრას ბრიტანელი 205-ე ჩოგნის, ჯეიმს ვარდის წინააღმდეგ გამართავს. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენს და ეტაპობრივად (ყოველი რაუნდის შემდეგ), ყველა სიახლეს შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები