Belive

დინამო თბილისი ლეგენდათა ტრადიციულ ტურნირზე გერმანიაში იასპარეზებს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK Traditionsmasters) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას დინამო თბილისიც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ დინამო თბილისია. A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის "ბორუსია", ლევერკუზენის ბაიერი და "შალკე 04" იასპარეზებენ. B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან - ჰერტასთან, იუნიონთან და ტენის ბორუსიასთან ერთად ბრემენის ვერდერი იასპარეზებს. დინამო თბილისის ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია:
  • გიორგი ლომაია
  • ნუკრი რევიშვილი
  • ლაშა სალუქვაძე
  • კახა კალაძე
  • ალექსანდრე ამისულაშვილი
  • ოთარ მარცვალაძე
  • ლევან ცქიტიშვილი
  • დავით სირაძე
  • ალექსანდრე იაშვილი
  • გიორგი დემეტრაძე
  • ზურაბ ხიზანიშვილი
  • დავით კვირკველია
ჩვენი გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბება, მატჩების განრიგი კი ასეთია: 11 იანვარი, 20:45: დინამო თბილისი Vs. ლევერკუზენის ბაიერი 11 იანვარი, 21:42: დინამო თბილისი Vs. დორტმუნდის ბორუსია 12 იანვარი, 17:31: დინამო თბილისი Vs. შალკე 04 ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს, 19:00 საათიდან დაიწყება

სხვა სტატიები