Belive

დინამო თბილისის ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, საწყლოსნო კომპლექსში "ოლიმპიკი" ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა გაიმართა. "დინამო თბილისმა" "მარსელი" მიიღო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მაყურებლის გარეშე ჩატარებული მატჩის პირველი სამი მეოთხედი ქართულმა გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა - 5:1; 3:3; 6:3 და გადამწყვეტ ტაიმამდე 7 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. "დინამო თბილისმა" უკანასკნელ ნახევრის 1:5 წაგების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მოგება ჩაიწერა - 15:12. შემდეგ მატჩს თბილისელები 10 აპრილს, უნგრულ "ფერენცვაროსთან" ჩაატარებენ.

სხვა სტატიები