Belive

დინამო თბილისის შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის მარტის თამაშებისთვის

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის სეზონი წყალბურთში რამდენიმე დღეში განახლდება. "დინამო თბილისი" პრესტიჟული ტურნირის მეორე ეტაპის მატჩებს იწყებს. ქართული გუნდი მოკლე მონაკვეთში 4 შეხვედრას გამართავს. "დინამო თბილისი" 2 მარტს "ჰანოვერს", 3 მარტს "ფერენცვაროშს", ხოლო 4 და 5 მარტს "ბრეშასა" და "ბარსელონეტას" დაუპირისპირდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა აღნიშნული თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა: იოვან სარიჩი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი, ბორის ვაპენსი, ნიკოლოზ შუბლაძე. გიორგი გვეტაძე, ირაკლი რაზმაძე, ბექა ქავთარაძე, ბესარიონ ახვლედიანი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა (კაპიტანი), სანდრო ადეიშვილი.
No description available.

სხვა სტატიები