Belive

დინამოს აკადემიის ფეხბურთელმა სტაჟირება ბარსელონასა და ბორდოში გაიარა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დინამო თბილისის აკადემის 17 წლის ტალანტი, ირაკლი აზაროვი, ბორდოსა და ბარსელონაში იმყოფებოდა. ირაკლი აზაროვი დინამოს აკადემიის დირექტორთან, ლევან გვანცელაძესთან ერთად გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც დარასელიას თასის მომავალ გათამაშებაზე დაპატიჟეს, რაზეც ორივე გუნდმა მზაობა გამოთქვა და ინტერესიც გამოიჩინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, Live.ge ირაკლი აზაროვს დაუკავშირდა და მისგან კომენტარი აიღო. "ბორდოში 5 დღის განმავლობაში ვიყავი. ამ დროის განმავლობაში, ადგილობრივ ბაზაზე ვვარჯიშობდი და ვცხოვრობდი. გამოვყოფდი იმას, რომ საფრანგეთში ფიზიკურად ძლიერები და სწრაფები იყვნენ, "ბარსელონაში" კი ბურთის ფლობას და პასების სიზუსტეს აქცევენ დიდ ყურადღებას. ორივე გუნდში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღეები გავატარე," აღნიშნა აზაროვმა. ირაკლი აზაროვი ამპლუით მცველია. მისი თქმით, როგორც ფრანგულმა, ასევე ესპანურმა მხარემ დაადასტურა, რომ ფეხბურთელის ტრასნფერით დაინტერესების შემთხვევაში, ისინი პირდაპირ კლუბთან დაიწყებენ მოლაპარაკებას.  

სხვა სტატიები