Belive

დრამატული მატჩი | ბასილაშვილი ყოფილ პირველ ნომერთან დამარცხდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2022 წელს რიგით მეორე ტურნირზე – სიდნეის 250-ქულიან ტურნირზე ასპარეზობს. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, რის გამოც გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო. ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, ბრიტანელი ენდი მარი გახლდათ, რომელიც ამჟამად 135-ე ნომერია. ქართულ-ბრიტანული დაპირისპირება დაძაბული მიმდინარეობით და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:6; 6:7; 3:6 - მარის სასარგებლოდ.  მომდევნო ეტაპზე ენდი მარის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 45-ე ნომერი, ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება, რომელიც თავის დროზე TOP 10-ში სტაბილურად მყოფი ჩოგბურთელი იყო.

სხვა სტატიები