Belive

დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალი საქართველოში გაიმართება

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას და Drift Masters European Championship-ს შორის შედგა შეთანხმება, რისი წყალობითაც დრიფტის ევროპის ჩემპიონატის ფინალი თბილისში, 2021 წლის 4-5 სექტემბერს, ეროვნული ფედერაციის და საქართველოს დრიფტის სერიების მიერ ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპის 25 ქვეყანასთან ერთად მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიღებენ, მათ შორის საქართველოს ორი მონაწილე წარმოადგენს - 2020 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონი ნოდო კოდუა და ვიცე-ჩემპიონი მევლუდ მელაძე. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრში მრბოლელები, ავტოსპორტში არსებული ყველაზე მძრლავრი ავტომობილებით იღებენ მონაწილეობას, რომელთა საშუალო სიმძლავრეც 1000 ცხენის ძალაა. შეჯიბრის ლოკაციად ბარათაშვილის ხიდი შეირჩა, სადაც ქართველი და უცხოელი გულშემატკივრები ყველაზე ხმაურიან სანახაობასთან ერთად მარტივად შეძლებენ საქართველოში ჩამოსულ მსოფლიოს წამყვან დრიფტერებთან ერთად ფოტოების გადაღებას. ინტერესი თბილისის მიმართ ძველი თბილისის უნიკალურმა და წარმოუდგენლად მიმზიდველმა ლოკაციამ გამოიწვია, ხოლო ღონისძიების მოწყობა რეალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად ჩაება პროცესში.

სხვა სტატიები