Belive

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დავითაძემ ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს, 89 კგ წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ სამი მედალი მოიპოვა. იგი ატაცში ვერცხლს დაეუფლა, აკვრაში – ოქროს, ხოლო ორჭიდში ასევე ვერცხლს. მან აკვრაში მეორე ცდაზე 203 კგ ასწია და ევროპის ჩემპიონი გახდა. მესამე ცდაზე 205 კგ-ს შეეჭიდა, თუმცა ვერ დაძლია, რაც ორჭიდში ოქროს მედლის დაკარგვად დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ ატაცში რეზომ 171 კგ ასწია, რაც ვერცხლის მედლის გარანტია გახდა. ორჭიდში ევროპის ჩემპიონობა სომხეთის წარმომადგენელმა კარენ ავაგიანმა მოიპოვა – 375 ქულა. ერთადერთი ქულით ჩამორჩა სომეხ სპორტსმენს რევაზ დავითაძე (374).

სხვა სტატიები