Belive

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა, შოთა მიშველიძემ ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა 135 კილოგრამი აწია და მეორე ადგილი დაიკავა. შოთამ ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამის აწევა შეძლო და კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამავე წონაში ფიცარნაგზე კიდევ ერთი ქართველი - რამინ შამილიშვილი გამოვიდა, რომელმაც 124 კგ. დააფიქსირა და მე-8 ადგილზე გავიდა.

სხვა სტატიები