Belive

ელიზბარ ოდიკაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ელიზბარ ოდიკაძემ უზბეკი მოჭიდავე სუფთად დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გასულ დღეებში ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლის მოპოვება ავთანდილ კენჭაძემ მოახერხა. დღეს კი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში - ზურაბ იაკობიშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ გაიმარჯვეს.

სხვა სტატიები