Belive

ევროპის ჩემპიონატი - 2 ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხუთმა წევრმა დაიწყო. პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ: ბექა ბუიჯიშვილი (57კგ) და დავით ტლაშაძე (70კგ), რომელმაც თურქ ჰაიდარ იავუზთან 10:0 წააგო. პირველი წრე წარმატებით დაძლია შმაგი თოდუამ (65), რომელმაც 1/8 ფინალში ფრანგი ჟან-რენე სტიკერი 8:4 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ალი რაჰიმზადესთან 9:4 წააგო და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. რაც შეეხება ნიკა კენჭაძეს, მან ჯერ უკრაინელ ვალენტინ ბაბილს 10:5 მოუგო, მეოთხედფინალში კი რუსი - მალიკ შავაევი 4:3 დაამარცხა. ნიკამ ნახევარფინალური ეტაპის დაძლევა ვეღარ მოახერხა, ხვალ კი ის ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. კენჭაძის მსგავსად, ნახევარფინალური შეხვედრა დათმო ელიზბარ ოდიკაძემაც (97) - ის ხვალ ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. ევროპის ჩემპიონატზე ხვალ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ 5 წევრი: ბექა ლომთაძე (61), ავთანდილ კენჭაძე (74), სანდრო ამინაშვილი (86), ირაკლი მწითური (92) და გენო პეტრიაშვილი (125) ჩაერთვება.

სხვა სტატიები