Belive

FIA Rally Stars Georgia-ს მესამე შესარჩევი ეტაპი

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით  რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე "FIA Rally Star Georgia" - ს მეორე შესარჩევი ეტაპი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 18-დან -27 წლამდე ავტოსპორტის მოყვარულმა 100 - მდე ახალგაზრდამ მიიღო. FIA Rally Star Georgia - ს ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს, ხოლო საუკეთესო 40 მონაწილე კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათ. საბოლოოდ საუკეთესო შედეგი ბიჭებში რობერტ ბალიაურმა და  გოგონებში მარიამ სიხარულიძემ დააფიქსირა, ხოლო ფინალურ ეტაპზე  საერთო ჯამში 25 მონაწილე გადავიდა. პროექტის ფარგლებში დარჩენილია კიდევ ერთი შესარჩევი ეტაპი, რომელიც 7 მარტს ქალაქ ქუთაისში გაიმართება, 14 მარტს კი საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის. ამიტომ თუ ოცნებობთ პროფესიონალ ავტომრბოლელობაზე და სისწრაფე, ადრენალინი, რისკი, ავტომობილის მართვა, ბრძოლა გამარჯვებისთვის თქვენი ცხოვრების ნაწილია -  მაშინ Fia Rally Star Georgia 2021 თქვენთვის უნიკალური შანსია საავტომობილო კარიერის დასაწყებად და განსავითარებლად. მონაწილეობის მსურველებს გელოდებით ქუთაისში 7 მარტს დარჩენილ ბოლო, მესამე ეტაპზე.  შესარჩევი გაიამრთება  „ აია არენას“ ავტოსადგომზე. ვიდეოს რესპოდენტები კი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი დავით მჭედლიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომრბოლელი სანდრო თავართქილაძე, რუსთავის შესარჩევის გამარჯვებული გოგონათა შორის მარიამ სიხარულიძე და ვაჟთა შორის რობეტ ბალიაური გახლავთ.