Belive

#გაამხნევეტოჩი - Live.Ge კამპანიას იწყებს!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
იაპონიაში მიმდინარე წლის პირველი ბაშოს მეხუთე დღეს, ქართველი ფალავანი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ტრავმის გამო ტურნირიდან მოიხსნა, რის გამოც მომავალ ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება მოუწევს რათა ოძეკის სტატუსი შეინარჩუნოს. ტოჩის ამ ბაშოზე 4-დან 4 წაგება ჰქონდა, რასაც ტრავმის გამიზეზება დაემატა, სწორედ ამიტომ Live.Ge-ს გუნდმა გადაწყვიტა, თქვენთან ერთად გაამხნევოს ქართველი ფალავანი, ამიტომ ყველას გთხოვთ ჩაწეროთ ვიდეო, სადაც გამამხნევებელი სიტყვით მიმართავთ ლევანს, ჩვენ ყველა ვიდეოს შევკრებთ და კოლაჟის სახით ტოჩინოშინს გავუგზავნით. #გაამხნევეტოჩი და ერთად დავეხმაროთ ქართველ ფალავანს შემდეგ ბაშოზე გამარჯვებაში! თქვენს მიერ გადაღებული ვიდეო, გამოგვიგზავნეთ პირადი შეტყობინების სახით!

სხვა სტატიები