Belive

გაგამარუს კომენტარი ტოჩინოშინის მიმართ მიღებულ არასამართლიან გადაწყვეტილებაზე

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ასანოიამას დაუპირისპირდა. უმნიშვნელოვანეს და ურთულეს ბრძოლაში, ტოჩინოშინმა ასანოიამას დოჰიოზე წაქცევა მოახერხა და გიოჯიმ მას გამარჯვებაც მიანიჭა, თუმცა მონოიმ გადაწყვიტა რომ ტოჩინოშინმა ბრძოლისას ფეხის დოჰიოს გარეთ დადგა. რეალურად, გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ მონოი შეცდა.
მონოი - დამხმარე მსაჯთა, შიმპანთა კრება, რომელიც შესაძლოა შეიკრიბოს გიოჯის გადაწყვეტილების გადასახედად
აღნიშნულთან დაკავშირებით, Live.ge ქართველ რიკიშის, გაგამარუს დაუკავშირდა და მისგან კომენტარი აიღო: "იაპონიაში ყველა კომენტატორი და წამყვანი ამბობდა, რომ ტოჩინოშინს ფეხი არ შეუხია. ეს ტელევიზიაშიც ყველა მხრიდან კარგად ჩანდა. გულშემატკივარი მომხდარით გაოცებულია - იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელში (NHK) ზარის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან უამრავი გულშემატკივარი რეკავს და ცდილობს გაარკვიოს, თუ რატომ მიიღო მონოიმ ასეთი არასწორი გადაწყვეტილება.    

სხვა სტატიები