Belive

ღვინიაშვილმა ფინალში ჭრიკიშვილი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
სლოვაკეთში დასრულდა ევროპის თასი, რომელშიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი იღებდნენ მონაწილეობას. ევროპის თასის ფინალში ქართველთა დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ აღნიშნული ბრძოლა წყვეტდა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელი ძიუდოისტის ვინაობას. ბექა ღვინიაშვილმა თანამემამულე მეტოქის დამარცხება ვაზარით შეძლო და შედეგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მონაწილეობას უშანგი მარგიანთან ერთად მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ძიუდოში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში 20-27 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები