Belive

გიორგი ბეჟანიშვილმა დენვერთან კონტრაქტი გააფორმა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
NBA-ში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი ითამაშებს. 22 წლის ფორვარდმა დღეს კონტრაქტი "დენვერთან" გააფორმა. როგორც იცით, გიორგიმ გუნდთან ერთად საზაფხულო ლიგაზე ითამაშა, რის შემდეგაც, ხელმძღვანელებმა ბეჟანიშვილის დატოვება გადაწყვიტეს. ხელშეკრულების თანახმად, ახალგაზრდა კალათბურთელი "დენვერის" G ლიგის გუნდში ითამაშებს, თუმცა "ნაგეთსს" მისი შემადგენლობაში შეყვანა შეეძლება. სამწუხაროდ, გიორგი ბეჟანიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაშში გადაწყვეტილი არ არის. შეგახსენებთ, რომ მას ავსტრიიის მოქალაქეობა აქვს.