Belive

გიორგი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჩხეიძემ 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამი მედალი მოიპოვა. ქართველი ძალოსანი ატაცში 174 კილოგრამის, აკვრაში 210 კილოგრამისა და ორჭიდის ჯამში 384 კილოგრამის დაფიქსირებით სამ ვერცხლს დაეუფლა. ჩხეიძემ ბოლო გასვლისას 218 კგ-ის აწევა სცადა, წარმატების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონი გახდებოდა, თუმცა წონის დაფიქსირება ვერ შეძლო. დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველის კიდევ ერთი წარმომადგენელი ანასტასია გოტფრიდი იასპარეზებს.

სხვა სტატიები