Belive

გიორგი კაციაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემის მეორე დღემ დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -73 და -81 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -73 კილოგრამში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი ასპარეზობდნენ, სადაც ფრიდონ გიგანი პირველივე ეტაპზე გამოვარდა, ხოლო -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი კაციაშვილი ასპარეზობს, რომელიც პირველ რაუნდში სლოვაკ - ფილიპ სტანცელთან იჭიდავებს, ასევე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა დონღვანიც იცავდა, თუმცა ბექა პირვივე ეტაპზე დამარცხდა აზერბაიჯანელ - ფაგან გულუზადასთან. -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი კაციაშვილი პირველი  ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე  სლოვაკი - ფილიპ სტანცელი იყო.  ქართველმა ფალავანმა მეტოქე დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა. გიორგის შემდეგი მეტოქე ბულგარელი - ივაილო ივანოვი იქნება.

სხვა სტატიები