Belive

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის სეზონის ხუთ საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის საწყისი 6 ტურის საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში დასახელდა.

აღნიშნული სტატისტიკა ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა და შეფასების მონაცემების მწარმოებელმა კომპანია Sofascore-მ გამოაქვეყნა. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, იგი უშუალოდ თითოეული მატჩის განმავლობაში დაგროვებული კოეფიციენტების დაჯამებით არის მიღებული.

ამ მაჩვენებლების გაერთიანებით, 21 წლის ქართველმა მეკარემ 7.17 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ხუთეულში პირველ პოზიციას "ვილიარეალის" გოლკიპერი, ხერონიმო რული იკავებს, მას "ბარსელონას" კარის დარაჯი მარკ ანდრე ტერ-შტეგენი მოყვება, მესამე ადგილზე "ალმერიას" მეკარე ფერნანდო მარტინესია, ხოლო ხუთეულს "ბეტისის" რუი სილვა ასრულებს.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეკარე ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდაა, იგი ერთადერთია, რომელიც ამ ნუსხაში 28 წელზე ახალგაზრდაა.

მიმდინარე სეზონში, გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" მაისურით ესპანური ფეხბურთის ელიტაში 6 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაუშვა და 2-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები