Belive

გიორგი შერმადინი ობრადორიოსთან გამართული მატჩის MVP გახდა

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში ქათველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.  ესპანეთის ACB ლიგის 24-ე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" სტუმრად "ობრადორიოს" დაუპირისპირდა და შეხვედრა დამაჯერებლად, 26-ქულიანი სხვაობით ანგარიშით 71:97 მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ "ტენერიფე" მოტქესთან 1 ქულას აგებდა, მაგრამ მე-2 ტაიმში შერმადინის გუნდი დიდ უპირატესობას დაეუფლა და საბოლოო ჯამში დამჯერებლად მოიგო. "ობრადორიოსთან" შეხვედრაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ქართველმა ცენტრმა. შერმადინმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 19:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის ეფექტიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო. შესაბამისად, გიორგიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა.
 
"ტენერიფე" სატურნირო ცხრილში 18 მოგებითა და 5 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ "ბარსელონასა" და "რეალს" ჩამორჩება. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად "სან პაბლო ბურგოსის" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები