Belive

გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე ილიას ზუროსის წინააღმდეგ ითამაშა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის ილიას ზუროსის "პერისტერის" წინააღმდეგ ითამაშა. ესპანეთში გამართული შეხვედრა რიგით მეოთხე მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, განვლილ სამ შეხვედრაში მათ 100-%-იანი მოგების მაჩვენებელი ჰქონდათ და ეს მაჩვენებელი არც "პერისტერს" შეუცვლია - შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით - 72:68 დასრულდა. შერმადინმა 23 წუთსა და 53 წამში საკუთარ გუნდს 11 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" 3 ნოემბერს, სტუმრად "ესტუდიანტესის" წინააღმდეგ გამართავს.    

სხვა სტატიები