Belive

გორ მინასიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ იასპარეზებს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
სომხეთის ნაკრების ძალოსანი, გორ მინასიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება. ვინაიდანაც სომხები ანტიდოპინგური წესების დარღვევაში ამხილეს, მათ იაპონიაში შეზღუდული რაოდენობის, ანუ, მხოლოდ 2 ძალოსანის გაშვება შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტოკიოში ასპარეზობის უფლება იზაბელა იაილიანსა (59კგ) და სიმონ მარტიროსიანს (109კგ) მიეცეთ. როგორც მოგეხსენებათ, +109კგ წონით კატეგორიაში მინასიანთან ერთად ლაშა ტალახაძეა. ქართველი ძალოსანის დაუჯერებელი შედეგების გამო, გორს ოქროს მედლის მოპოვების ძალიან მცირე შანსი აქვს.  

სხვა სტატიები