Belive

"გთხოვთ, პირველ რიგში კვარა უნდა შევაჩეროთ" - როგორ ემზადებიან ტორინოს მწვრთნელები ხვიჩას წინააღმდეგ სათამაშოდ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში მატჩში, “ნაპოლი” 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში "ტორინოს" უნდა დაუპირისპირდეს.

მატჩის წინ, Gazzetta dello Sport-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის სავარაუდო ტაქტიკას განიხილავს.

გამოცემის მიხედვით მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ბიჭებო, გთხოვთ, პირველ რიგში კვარაცხელია უნდა შევაჩეროთ".

ამავე სტატიაში განხილულია სამი სავარაუდო გზა, რომელსაც პოტენციურად ტურინული კლუბის სამწვრთნელო გუნდში საქართველოს ნაკრებისა და ნეაპოლური გუნდის ლიდერის შესაჩერებლად განიხილავენ.

პირველ ვარიანტად გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, კოფი ჯიჯის გამოცდილებაზე და კარგ სათამაშო ფორმაზე დაყრდნობაა, ვინაიდან მან კარგად იცის პოზიციისა და მეტოქისათვის ბურთის ასართმევად სწორი დროის შერჩევა. სავარაუდოა, რომ 29 წლის ფეხბურთელი უშუალოდ კვარაცხელიას განეიტრალებაზე იქნება კონცენტრირებული ჯოვანი სიმეონესა და ჯანლუკა რასპადორისთან ორთაბრძოლებში შესვლა ნაკლებად მოუწევს.

მეორე ვერსია, პერ შურსის, ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის მარჯვენა ფლანგზე გადაწევას გულისხმობს. აქ მას თამაშის გამოცდილება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის ბუნებრივი პოზიცია არ არის.

მესამე გზა, როგორც იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, საკმაოდ მოულოდნელი მცდელობაა და ის ახალგაზრდა ჩეხი მცველის, დავიდე ზიმას ძირითად შემადგენლობაში ჩასმა და მისი სახით მცველების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდაა.

"ნაპოლი" - "ტორინოს" შეხვედრა 1 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება.

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში გასამართი მატჩი, “ნაპოლის” 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში ელოდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება

სხვა სტატიები