Belive

ჰაკუჰო აკი ბაშოს მიღმა | მიაგინოს ჰეიაში Covid-19 დაფიქსირდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
12 სექტემბრიდან ტოკიოში აკი ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირზე სუმოს ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით მოცემულობა შეიცვალა. საქმე იმაშია, რომ მიაგინოს ჰეიაში Covid-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც რეგულაციებიდან გამომდინარე ამ სკოლის მებრძოლები აკი ბაშოზე მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ. სამწუხაროდ, ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო სწორედ მიაგინო ჰეიას წარმომადგენელია და მიუხედავად იმისა, რომ PCR ტესტზე იოკოძუნას პასუხი უარყოფითი იყო, ის ბაშოს მიღმა დარჩა. ელიტარულ დივიზიონებს მიაგინოს ჰეიადან კიდევ რამდენიმე დანაკლისი აქვს, აკი ბაშოს იშიურა და ენჰოც გამოტოვებენ. განსაკუთრებულად გულდასაწყვეტია, რომ ჰაკუჰო, რომელიც კარიერის "ფინიშის ხაზთან" მისივე დაანონსების მიხედვით ძალიან ახლოსაა, ასეთი მიზეზის გამო ვერ იასპარეზებს, თანაც განვლილ ბაშოზე ლეგენდარულმა სუმოისტმა ძენშო იუშო მოიპოვა (წაუგებლად მოგებული ბაშო - 15:0 ბალანსი). ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტოჩინოშინის ასპარეზობას საფრთხე არ ემუქრება, ქართველი მებრძოლი განახლებულ რეიტინგში დასავლეთის მე-12 მაეგაშირას პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები