Belive

იაპონიაში 7.3 ბალიან მიწისძვრას გაგამარუ გამოეხმაურა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ქართველი სუმოისტი - თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), იაპონიაში რამდენიმე წუთის წინ მომხდარ 7.3 ბალიან მიწისძვრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"დედა რა იყო ეს აა, მიწისძვრაა. ტოკიოში შუქები ჩააქრეს, 16 წელია აქ ვცხოვრობ და შუქი პირველად ვნახე ჩამქვრალი. იმედია ყველა მშვიდობით ხართ" - წერს სოციალურ ქსელში ქართველი სუმოისტი.
ეპიცენტრი იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ფუკუშიმა გახდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ 7.3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ასევე შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ბირთვული აფეთქებები მოჰყვა დამანგრეველ მიწისძვრას იაპონიაში, რამაც გამოიწვია გამანადგურებელი ცუნამი. დღეისთვის დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 2700-ია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ ათი ათასამდეა. მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან 8.9–9.0 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც 2011 წლის 11 მარტის 14:46 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ტოჰოკუს რეგიონში არსებული ოშიკას ნახევრკუნძულიდან 130 კილომეტრში, მისი ჰიპოცენტრი კი დედამიწის ქერქში 24.4 კილომეტრის სიღრმეზე არსებულა.

სხვა სტატიები