Belive

IFBB ELIT PRO-ს გამარჯვებული ქართველი სპორტსმენი გახდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართული ბოდიბილდინგის ისტორიაში პირველად, ქართველმა სპორტსმენმა თაზო ბოჭორიშვილმა მოახერხა და IFBB ELIT PRO-ს გამარჯვებული გახდა. შეჯიბრი გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გაიმართა. აღნიშნული ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია ამ სპორტში და ქართველი ბოდიბილდერის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ბოჭორიშვილი Classic Physique-ის კატეგორიაში გამოდიოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი სპორტსმენები ასპარეზობდნენ. თაზო ამ შეჯიბრისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და მიღწეული შედეგი ნამდვილად დამსახურებულია.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Botchorishvili Ifbb-Elitepro (@tazos__)

  აღსანიშნავია, რომ ბოდიბილდინგი საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იდგამს და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ სპორტით. თუმცა, კვლავ დიდ პრობლემად რჩება სპორტსმენების ანაზღაურება, რაც დისკომფორტს ქმნის შეჯიბრის მომზადების პერიოდში.