Belive

ისტორიაში პირველად - ჩემპიონთა თასზე ქართველი იმსაჯებს

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
17 იანვარს ნიკოლოზ ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც რაგბის ჩემპიონთა თასის შეხვედრას გაუძღვება. ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე ტოპ 14-ის ერთ-ერთი ლიდერი "რასინგ 92" ინგლისის პრემიერშიფის მოწინავე გუნდ "ჰარლიქუინსს" პარიზში მიიღებს. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში ექნება დებიუტი ამაშუკელს. ასევე შეგახსენებთ, რომ "რასინგ 92"-ის რიგებში ქართველი მორაგბეები: გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი თამაშობენ.
„ჩემპიონთა თასი - ეს მართლაც რომ ჩემპიონების ჯახია. უფრო მაღალი დონის საკლუბო ტურნირი არ არსებობს და ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება ნებისმიერ დონეზე განსაკუთრებულია და ზუსტად ვიცი, ურთულესი სამსაჯო თამაში მელოდება." „პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მზადება წამითაც არ შემიწყვეტია. ინტენსიური ვარჯიშები მქონდა პირველ იანვარსაც კი, რადგან სულ სხვა დონეზე მექნება დებიუტი და განსაკუთრებული მომზადება მჭირდება. ფრანგული და ინგლისური მედია, შეცდომის დაშვების შემთხვევაში არ დამინდობს და ეს კარგია ჩემი ზრდისთის. თამაშს წამყვანი სპორტული არხები აშუქებენ და უშუალოდ სათამაშო ელემენტების გარდა, უამრავ რამეზე მომიწევს ყურადღების მიქცევა." ჩემპიონთა თასზე დანიშვნას ჯერ არ ველოდებოდი, რადგან ასეთ გარემოს შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება ჭირდება. ბედნიერი ვარ და ბავშვობის ოცნება ამიხდა, რადგან ყოველთვის მსურდა ნებისმიერი ფორმით გავსულიყავი მოედანზე, სადაც უმაღლესი დონის ვარსკვლავები იქნებიან. იმედი მაქვს, რომ მომიწევს ქართველ მორაგბეებთან შეხვედრა. ორივე გუნდში გამოცდილი, წამყვანი სარაგბო ნაკრებების წევრები თამაშობენ. "რასინგის’"ამხანაგური თამაში თბილისში ვიმსაჯე და მაშინ მორაგბეებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, თუმცა ახლა სულ სხვა წნეხი იქნება," - თქვა ამაშუკელმა.
   

სხვა სტატიები