Belive

ისტორიაში პირველად - ქართველი მებრძოლი UFC-ის TOP 10-შია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გასული კვირა UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის წარმატებული გამოდგა - ერთ დღეში ჯერ მერაბ დვალიშვილმა კოდი სტამანი დაამარცხა, შემდეგ კი, გიგა ჭიკაძემ კაბ სვანსონს მოუგო. მორიგი ღონისძიების შემდეგ, UFC-ის ოფიციალურ საიტზე დღეს განახლებული რეიტინგები გამოქვეყნდა. გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის მე-10 პოზიციაზე გადავიდა და ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც ისტორიის მანძილზე TOP 10-ში შესვლა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გიგა სვანსონის დამარცხებით 4 ადგილით დაწინაურდა. რაც შეეხება დვალიშვილს, მერაბმა 12-ე ადგილიდან, მე-11-ზე გადაინაცვლა. 30 წლის მებრძოლმა ჯიმი რივერას გადაუსწრო.

სხვა სტატიები